ჯეიმს აპატურაი - ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში სტუმრობა იქნება ძლიერი სიგნალი თავდაცვის სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გასამყარებლად
ჯეიმს აპატურაი - ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში სტუმრობა იქნება ძლიერი სიგნალი თავდაცვის სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გასამყარებლად

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში სტუმრობა იქნება არამარტო ძლიერი სიგნალი, არამედ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რათა საქართველოსა და ნატო-ს შორის თავდაცვის სფეროში კიდევ უფრო მეტად გამყარდეს ურთიერთობა, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„გაზაფხულზე საქართველოს ეწვევა ნატო-ს სამხედრო კომიტეტი. ნატო-ს სამხედრო კომიტეტი შედგება ორგანიზაციის სამხედრო ნაწილისგან. ეს არის ორგანიზაციის სამხედრო ხელმძღვანელობა. სწორედ ისინი მართავენ ორგანიზაციის მთელ სამხედრო სტრუქტურას. ეს არის მაგალითად, ნატო-ს წვრთნები, ერთობლივი წვრთნები, წვრთნისა და განათლების ცენტრები, სამხედრო მისიები, ოპერაციები – ამ ყველაფერს უძღვება ნატო-ს სამხედრო კომიტეტი. ეს არის და იქნება არამარტო ძლიერი სიგნალი, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი, რათა თავდაცვის სფეროში კიდევ უფრო მეტად გამყარდეს და გაღრმავდეს ურთიერთობა ნატო-სა და საქართველოს შორის“, – განაცხადა აპატურაიმ.

მისივე თქმით, წელს საქართველოში ნატო კიდევ უფრო მეტად აქტიური იქნება წარმოდგენილი.

„ქართველებისთვის ნათელი იქნება და ყველა შეამჩნევს ნატო-ს უწყვეტ მაღალი დონის ხილვადობას საქართველოში. პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ პრაქტიკულ თანამშრომლობას. გავაღრმავებთ ურთიერთობას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იმ მიზეზების გამო, რომელიც ყველამ იცის“, – განაცხადა აპატურაიმ.