ჯეიმს აპატურაი - ნატო-ს გენერალური მდივანი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით მოხარული იქნება
ჯეიმს აპატურაი - ნატო-ს გენერალური მდივანი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით მოხარული იქნება

ნატო-ს გენერალური მდივანი მოხარული იქნება სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პირველი ვიზიტით გაემგზავრება ბრიუსელში და შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან. ეს არ არის გასაკვირი, რადგან საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაა. ჩვენ მივესალმებით სალომე ზურაბიშვილის პირველ ვიზიტს ბრიუსელში. ეს არის სიმბოლურიც და პირველი ვიზიტისთვის საუკეთესო არჩევანია.

ველოდებით საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას. რაც შეეხება ვიზიტის კონკრეტულს თარიღს, მე ძალიან გამიკვირდება, რომ ეს წელს მოხერხდეს, რადგან ამ თვეში ბევრი სამუშაო დღე დარჩენილი არ არის. სავარაუდოდ, ეს ვიზიტი განხორციელდება 2019 წლის დასაწყისში. გენერალური მდივანი მოხარული იქნება საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.