ჯეიმი შეა - საქართველო და უკრაინა რაც უფრო მდგრადები არიან და ახლოს არიან ნატო-სთან, მით უფრო მტკიცე იქნება ნატო-ს თავდაცვა
ჯეიმი შეა - საქართველო და უკრაინა რაც უფრო მდგრადები არიან და ახლოს არიან ნატო-სთან, მით უფრო მტკიცე იქნება ნატო-ს თავდაცვა

შავ ზღვას უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, ეს საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებას განამტკიცებს, – ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, ჯეიმი შეამ „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მან ასევე დადებითად შეაფასა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი.

„ნატო-ში ძალიან კარგად იციან, რომ რაც უფრო მდგრადები არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო და უკრაინა და რაც უფრო ახლოს არიან ნატო-სთან, მით უფრო მტკიცე იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოსა და უკრაინაში, ასევე ბოლო პერიოდში ნატო-ს მიერ ამ ორ ქვეყანასთან ერთად ჩატარებული სამხედრო წვრთნები, რაც ფოკუსირებული იყო შავ ზღვაზე, რომლიც ნატო-ს ახალი თავდაცვითი გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რათა შავ ზღვას უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭოს და დაარწმუნონ ალიანსის დიდი წევრები – აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია, უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილი შავ ზღვაში. ეს ყოველივე კი, საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. ზოგადად კი ძალიან კარგია, რომ შარშან ნატოს სამიტზეც და დღესაც თავდაცვის მინისტერიალზეც აღინიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარი ღიაა ახალი წევრებისთვის და ნატო ამ მიმართულებით მუშაობს განაგრძობს. ასევე ძალიან კარგი იყო ბაიდენი ადმინისტრაციის წევრი, აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან იმის მოსმენა, რომ აშშ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულია“, – აცხადებს ჯეიმი შეა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილე ასევე ისაუბრა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების მიერ დამტკიცებულ ახალ ყოვლისმომცველ თავდაცვის გეგმაზე და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ხელს შეუწყობს ნატო-ს წევრი ქვეყნების ფოკუსირებას, ნატო-სთვის მთავარ პრობლემაზე – რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე.

„ახალი სტრატეგიული გეგმა მიზნად ისახავს ნატო-ს ყველა წევრი ქვეყნის ყურადღების ფოკუსირებას რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე, როგორც მთავარ პრობლემაზე. ბოლო თვეებში ჩვენ დავინახეთ, რომ საფრანგეთი უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა აფრიკის რეგიონს, აშშ და დიდი ბრიტანეთი ფოკუსირებული იყო ტაივანზე და ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონზე, თურქეთი კი სირიაზე. ამიტომ არსებობდა საფრთხე, რომ ნატო-ს ბევრი მოკავშირე ალიანსისთვის მთავარი პრობლემიდან ანუ რუსეთიდან ყურადღებას სხვა საკითხებზე გადაიტანდა. ნატო-ს ახალი ყოვლისმომცველი თავდაცვითი გეგმით კი რუსეთი კვლავ პრიორიტეტულია ყველასთვის. ეს აუცილებელია ნატო-ს ეფექტურობისა და სოლიდარობის განსამტკიცებლად“, – განაცხადა ჯეიმი შეამ „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში.

ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა ევროატლანტიკური სივრცის თავდაცვისა და შეკავების ყოვლისმომცველი გეგმა 21 ოქტომბერს დაამტკიცეს.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის ყოფილ მოადგილე ჯეიმი შეასთან ინტერვიუს მოსმენა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე.

მსოფლიოს ამბები