მსოფლიოს ამბები - ნატოს ყოვლისმომცველი თავდაცვითი გეგმა
მსოფლიოს ამბები - ნატოს ყოვლისმომცველი თავდაცვითი გეგმა

ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა ევროატლანტიკური სივრცის თავდაცვის ყოვლისმომცველი გეგმა დაამტკიცეს. ეს გეგმა ძირითადად ფოკუსირებულია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. ნატო-ს საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის გაუმჯობესება, კონვენციური შესაძლებლობების განმტკიცება მეხუთე თაობის თვითმფრინავებით, წვრთნებისა და დაზვერვის ადაპტაცია, ნატო-ს ბირთვული შეკავების ეფექტურობისა და მზადყოფნის ამაღლება – ეს ის ზომებია, რომელზეც ნატოს თავდაცვის მინისტრები თანხმდებიან. ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში ხაზგასმულია შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობაც. ამასთან ერთად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აცხადებენ, რომ მოსკოვთან დიალოგისთვის კარს ღიას ტოვებენ. მოსკოვში თავის მხრივ ნატოსთან მოლპარაკებებს გამორიცხავენ. ამის მიზეზად კრემლში, ნატოდან რუსი დიპლომატების გაძევებას ასახელებენ. ნატოს ახალი თავდაცვითი გეგმის შესახებ ვესაუბრეთ ნატოს გენერალური მდვნის თანაშემწის ყოფილ მოადგილეს ჯეიმი შეას.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: