ჯეიმი კარაგერმა ერიკ თენ ჰაგის ნოემბერში გათავისუფლება ივარაუდა #1TVSPORT
„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა და სატელევიზიო ექსპერტმა, ჯეიმი კარაგერმა „პროვოკაციული აზრი“ გამოთქვა ინგლისის პრემიერლიგის მომავალ სეზონთან დაკავშირებით.
„როგორი პროვოკაციული აზრი მაქვს? თენ ჰაგს ნოემბრისთვის გაანთავისუფლებენ, როცა საერთაშორისო შესვენება იქნება“, – განაცხადა კარაგერმა The Overlap-ის პოდკასტში.
პოდკასტში ასევე მონაწილეობას იღებდნენ გულშემატკივრები და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტანი პოლ სქოულზი.
„იუნაიტედის“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ასევე მკვეთრი განცხადება გააკეთა თავისი კლუბის მისამართით: „ჩვენ ან მოვიგებთ ლიგას, ან რუუდ ვან ნისტელროი შობისთვის გუნდის მწვრთნელი გახდება. ორიდან ერთი“.
ამაზე კარაგერმა უპასუხა: „მე ვიცი, ამ ორიდან ნამდვილად რა მოხდება“.
პრემიერლიგაში 2024-25 წლების სეზონი 16 აგვისტოს დაიწყება „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ფულჰემის“ შეხვედრით.