ჯეიკობ გულმანი – საზღვაო ფორუმი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, გახდეს კომუნიკაციის მთავარი ფასილიტატორი და შუა დერეფნის ვაჭრობის ზრდის მამოძრავებელი ძალა
საზღვაო ფორუმი გახდა უმთავრესი ღონისძიება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ შუა დერეფანი გადაჭიმულია ცენტრალური აზიიდან საქართველომდე და მთელ მსოფლიოს აკავშირებს, – ამის შესახებ კომპანია International Container Terminal Services, Inc.-ის (ICTSI) ბიზნესის განვითარების დირექტორმა, ჯეიკობ გულმანმა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნამდე განაცხადა.
ფორუმს ბათუმი 7-8 სექტემბერს მასპინძლობს.
„დაინტერესებული მხარეები ერთსა და იმავე ადგილას არ არიან, გაშლილი არიან მთელ მსოფლიოში. ამიტომ აქ ჩამოსვლის მიზანია ჩვენს ყველა კოლეგასთან, ბიზნესთან და მთავრობის ლიდერებთან შეხვედრა, რათა დავრწმუნდეთ, რომ კომუნიკაცია გვაქვს და ვსწავლობთ, რა ხდება ბაზარზე. ეს შესანიშნავი ფორუმია. შესანიშნავია, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, გახდეს კომუნიკაციის მთავარი ფასილიტატორი და შუა დერეფნის ვაჭრობის ზრდის მამოძრავებელი ძალა“, – განაცხადა ჯეიკობ გულმანმა.