ჯეიკ სალივანი - რუსეთი შეიძლება, რამდენიმე დღეში ან კვირაში შეიჭრას უკრაინაში, მაგრამ მაინც შეუძლია, აირჩიოს დიპლომატიური გზა
რუსეთი შეიძლება, რამდენიმე დღეში ან კვირაში შეიჭრას უკრაინაში, მაგრამ მაინც შეუძლია, აირჩიოს დიპლომატიური გზა, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
თეთრი სახლის მრჩევლის თქმით, თუ ომი დაიწყება, ეს უკრაინას უზარმაზარ ადამიანურ საფასურად დაუჯდება, თუმცა ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთს სტრატეგიული საფასურის გადახდა მოუწევს.
ჯეიკ სალივანის განცხადებით, გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არის დასავლეთის ბერკეტი და არა – ვლადიმერ პუტინის, ხოლო თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გაზსადენის პროექტი აღარ განხორციელდება.
მანამდე აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრებთან საბრძოლო ძალის 70 პროცენტი ჰყავს მობილიზებული.