ჯეიკ სალივანი - ე.წ. რეფერენდუმებს მოყვება შედეგი, რაც გულისხმობს დამატებით სანქციების გაძლიერებას
ჯეიკ სალივანი - ე.წ. რეფერენდუმებს მოყვება შედეგი, რაც გულისხმობს დამატებით სანქციების გაძლიერებას

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს. შესაბამისი განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ტელეკომპანია „ენბისისთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურეს, რომ ამ ე.წ. რეფერენდუმებს მოყვება შედეგი, რაც გულისხმობს დამატებით სანქციების გაძლიერებას. კერძოდ, სასანქციო სიაში დამატებით მოხვდებიან იურიდიული პირები და კომპანიები, მათ შორის რუსეთის ფარგლებს გარეთ, რომლებიც მხარს უჭერენ „რეფერენდუმს“. თქვენ ამას ნახავთ უახლოეს დღეებში“, – აღნიშნა სალივანმა.

ჯეიკ სალივანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას, რათა უკრაინამ მიიღოს თანამედროვე ტანკები და სხვა აღჭურვილობა.