ჯეიკ სალივანი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
ჯეიკ სალივანი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მათი საუბრის მთავარი თემა მიმდინარე ომი იყო.

როგორც შეხვედრის შემდეგ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, მან სალივანს უთხრა, რომ ისრაელი განაგრძობს ომს „ჰამასის“ წინააღმდეგ „აბსოლუტურ გამარჯვებამდე“.

ნეთანიაჰუმ ასევე დასძინა, რომ მათ განიხილეს ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელება ღაზაში მყოფი მოსახლეობისთვის.