ჯეიკ სალივანი - ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ არ გადაუწყვეტია, გადასცემს თუ არა F-16-ის ტიპის გამანადგურებლებს უკრაინას
ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ არ გადაუწყვეტია, გადასცემს თუ არა F-16-ის ტიპის გამანადგურებლებს უკრაინას, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
„ვფიქრობ, თუ გავითვალისწინებთ F-16-ების რაოდენობას, რომლებიც ამჟამად ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს აქვთ მარაგში და იმ ფაქტზე დაყრდნობით, რა თანხაც აქვს კონგრესს ჩვენთვის გამოყოფილი, არსებობს სხვა სისტემები, რომლებიც პრიორიტეტშია და გრანტს საჭიროებს. შესაძლოა, ჩვენ უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება მესამე მხარის ტრანსფერებზე, მაგრამ პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია“, – აღნიშნა სალივანმა.
იაპონიაში, ქალაქ ჰიროსიმაში გამართულ დიდი შვიდეულის სამიტზე ცნობილი გახდა თეთრი სახლის გადაწყვეტილება, რომ აშშ დაიწყებს უკრაინელი მფრინავების წვრთნას, ასევე მოკავშირეებს F-16 ტიპის გამანადგურებლების კიევში გაგზავნის უფლებას მისცემს.