ჯეიჰუნ ბაირამოვი - საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური კომისიის ხვალინდელ სხდომაზე ბევრი საინტერესო ინიციატივის შესახებ იქნება მსჯელობა
მინდა, ვისაუბრო რამდენიმე პროექტზე, მათ შორის არის 2022 წელს დაწყებული პროექტი, რომელიც ჯერ არის დაფინანსების დონეზე. პოტენციურად გლობალური პროექტია – მწვანე ენერგიის კორიდორი, რომლითაც კასპიის ზღვიდან, საქართველოს გავლით, შავი ზღვის ფსკერით ევროპას ელექტროენერგია მიეწოდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ბაქოში განაცხადა, სადაც ვიზიტით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იმყოფება.
ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, აღნიშნულ პროექტში საქართველოსა და აზერბაიჯანთან ერთად ძირითადი პარტნიორები რუმინეთი და უნგრეთი არიან.
„ამ პროექტისადმი დიდი ინტერესია სხვა ქვეყნების მხრიდანაც. ასევე, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ საკითხებს შორის 21-ე საუკუნის ძირითადი განვითარების განმსაზღვრელი დიდი საინფორმაციო ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა და განვითარება, საქართველოსა და აზერბაიჯანის კომპანიებს შორის ამასთან დაკავშირებით არის მრავალი პროექტი განხორციელებული და მათი ოპტიმიზაციისთვის, ინტეგრაციისთვის ამ ტერიტორიებზე ციფრული გადაცემის სფეროში ჩვენ შეიძლება გავხდეთ ლიდერი რეგიონი“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
მისი თქმით, ამ და სხვა გლობალური პროექტების განხორციელების მხარდაჭერის მიზნით, მათ შორის ორმხრივ ფორმატებთან დაკავშირებით, წარმატებით ხორციელდება სამმხრივი და ოთხმხრივი ფორმატებიც, სადაც საქართველო და აზერბაიჯანი არიან აქტიური მონაწილეები.
„2024 წელს უკვე შედგა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატი, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბაქოში და ბაქოს დეკლარაციას მოეწერა ხელი და იქ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების თაობაზე იქნა შეთანხმებები მიღებული. ტრანსპორტის სფეროში სამუშაოების კოორდინაციასთან დაკავშირებით, საგზაო რუკების წარდგენასთან დაკავშირებით, ასევე, ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრთან შეხვედრაც არის დაგეგმილი. ამ პროექტების თაობაზე როცა ვსაუბრობ, მიგვაჩნია, რომ ხვალინდელი, მეათე სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე, აღნიშნული დიდი პროექტების გარდა, კიდევ სხვა ინიციატივების შესახებ იქნება აზრთა გაცვლა“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობებში ყოველთვის მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული სფერო.
„ამ სფეროსაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. ჰუმანიტარულ სფეროზე როცა ვსაუბრობთ, აქ არის განათლება, სპორტი, მეცნიერება, ტურიზმი; ჩვენს ქვეყნებში განხორციელებული პროექტები, ჰეიდარ ალიევის ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებული კულტურისა და განათლების სფეროში რეალიზებული პროექტები. მიგვაჩნია, რომ ჩვენს დედაქალაქებში და ჩვენს სხვა რეგიონებში კულტურული ღონისძიებების ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით