ჯეიჰუნ ბაირამოვი აცხადებს, რომ ანდრეი სიბიგასთან აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი განიხილეს

14:43, 06.08.2026

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, უკრაინელ კოლეგასთან კიევში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი განიხილეს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას შეხვდა.

მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს აზერბაიჯან-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების, ასევე პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაფართოების საკითხები.

მხარეებმა ასევე რეგიონულ და საერთაშორისო პროცესებზე ისაუბრეს.

„ჩვენს ქვეყნებს მეგობრობასა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობები აკავშირებთ“, – წერს ჯეიჰუნ ბაირამოვი სოციალურ ქსელ „იქსზე“.

მსგავსი