ჯეიდი ვენსი აცხადებს, რომ აშშ-სა და ირანს შორის თითქმის 21-საათიანი მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა
აშშ-სა და ირანს შორის თითქმის 21-საათიანი მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.
მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ვენსმა აღნიშნა, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
მისი თქმით, აშშ-მა ნათლად განაცხადა თავისი წითელი ხაზების შესახებ, თუმცა ირანი არ დათანხმდა მათ პირობებს.
„ჩვენ უბრალოდ ვერ მივაღწიეთ იმ მდგომარეობას, სადაც ირანელები ჩვენს პირობებს მიიღებდნენ“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.