ჯეი დი ვენსმა ტარიფების გაუქმებას სასამართლოს მხრიდან აღმაშფოთებელი უკანონობა უწოდა
უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კონგრესი, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს მიანიჭა შესაძლებლობა, „დაერეგულირებინა იმპორტი“, სინამდვილეში მსგავსს არაფერს გულისხმობდა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს არის სასამართლოს მხრიდან აღმაშფოთებელი უკანონობა.
„უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კონგრესი, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს მიანიჭა შესაძლებლობა, „დაერეგულირებინა იმპორტი“, სინამდვილეში მსგავსს არაფერს გულისხმობდა. სასამართლოს მხრიდან ეს აღმაშფოთებელი უკანონობაა. ამის ერთადერთი შედეგი ექნება ის, რომ პრეზიდენტს გაურთულდება, დაიცვას ამერიკული მრეწველობა და მიწოდების ჯაჭვის მდგრადობა. პრეზიდენტ ტრამპს ტარიფების დაწესების ფართო სპექტრი აქვს და მას გამოიყენებს ამერიკელი დასაქმებულების დასაცავად, ასევე ადმინისტრაციის სავაჭრო პრიორიტეტების ხელშესაწყობად“, – დაწერა ჯეი დი ვენსმა.
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის 3 აპრილს დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო. სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ცალმხრივად დააწესა ფართომასშტაბიანი ტარიფები მთელ მსოფლიოში.