ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიუნხენში ზელენსკისთან შეხვედრისას სცადა ომის სწრაფად დასრულებაზე „თავაზიანი, მაგრამ მტკიცე გზავნილის მიწოდება, რაც უკრაინის პრეზიდენტმა აშკარად ვერ მიიღო“
არსებობს უთანხმოება იმის შესახებ, ევროპა უფრო მეტად უნდა უჭერდეს მხარს უკრაინის საომარ ძალისხმევას რუსეთის წინააღმდეგ თუ ნაკლებად, ორივე პოზიცია ლეგიტიმურია, – ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
„სასაცილოა იმის თქმა, რომ ამ მოსაზრებებიდან ერთ-ერთი მხოლოდ რუსული პროპაგანდაა. ვერ ვეგუები, როგორ სურს ჩვენი ევროპელი მეგობრების უმრავლესობას, მათთვის მიუღებელი იდეები „არალეგიტიმურად“ მონათლონ“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მიუნხენში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას მან სცადა „თავაზიანი, მაგრამ მტკიცე“ გზავნილის მიწოდება ზელენსკისთვის, რომ ომი სწრაფად უნდა დასრულდეს.
„მან ეს გზავნილი აშკარად ვერ მიიღო“, – განაცხადა ვენსმა.
ჯეი დი ვენსის თქმით, პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობაში ზელენსკის მიერ არჩეული სტრატეგია არაეფექტურია.
„იდეა, რომ ზელენსკი პრეზიდენტს აზრს შაეცვლევინებს საჯარო მედიაში მისი გაკიცხვით, არასწორია. ყველა, ვინც იცნობს ტრამპს, გეტყვით, რომ ეს ამ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის საშინელი გზაა“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.