ჯეი დი ვენსი - ზელენსკის ქვეყანა ვერ იარსებებდა აშშ-ის გულუხვობის გარეშე, ასე რომ, თქვი მადლობა, აშშ-ის პრეზიდენტს თუ არ ეთანხმები, დაურეკე, ნუ გაემგზავრები მედიატურში ევროპაში და ნუ ილაპარაკებ ცუდად
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, დონალდ ტრამპის მისამართით კრიტიკის ნაცვლად, მადლიერება გამოხატოს აშშ-ის დახმარებისთვის.
როგორც ვენსმა აღნიშნა, უკრაინა აშშ-ის გულუხვობის გარეშე ვერ იარსებებდა.
„მისი ქვეყანა ვერ იარსებებდა ამერიკის შეერთებული შტატების გულუხვობის გარეშე. ასე რომ, თქვი მადლობა“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
ვენსმა უკრაინის ლიდერს ურჩია, აშშ-ის პრეზიდენტს თუ არ ეთანხმება, ასეთ დროს უშუალო დიპლომატიური კომუნიკაციები დაამყაროს.
„პრეზიდენტს თუ არ ეთანხმები, აიღე ტელეფონი და დაურეკე მას ან დაურეკე ჩვენს რომელიმე დიდებულ დიპლომატს. ნუ გაემგზავრები მედიატურში ევროპის გარშემო და ნუ ილაპარაკებ ცუდად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
ვენსის თქმით, მსგავსი კრიტიკა შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ მთელი ამერიკელი ხალხისთვის.
„ეს შეურაცხმყოფელია. ეს შეურაცხმყოფელია მისთვის, ეს შეურაცხმყოფელია ჩემთვის, შეურაცხმყოფელია ამერიკელი ხალხისთვის. გარდა ამისა, ეს სულელურიცაა. ყველა ჩვენგანი, ვინც იცნობს პრეზიდენტს, გეტყვით, რომ მასზე საჯაროდ ცუდად ლაპარაკით პრეზიდენტ ტრამპს აზრს ვერ შეაცვლევინებთ. ასე რომ, ვფიქრობ, ზელენსკის უკეთესი მრჩევლები სჭირდება“, – აღნიშნა ვენსმა.