ჯეი დი ვენსი – ვლოცულობ, რომ საფრანგეთმა, მშვენიერმა ქვეყანამ, სადაც შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს, შეაჩეროს ეს სიგიჟე, ვიდრე უფრო მეტი ღირსშესანიშნაობა დაიწვება

09:37, 18.10.2026

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას მიგრაციას უკავშირებს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და თან დაურთო ვიდეო, რომელშიც ქალაქ ლიმოჟის მერიის შენობა იწვის.

„დასავლელმა ლიბერალებმა მრავალფეროვნებისა და თანაგრძნობის სახელით საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში „მესამე სამყარო“ შემოიყვანეს. მათ უგულებელყვეს ასიმილაციისა და თავსებადობის ფუნდამენტური საკითხები. მათ აფრთხილებდნენ, რომ ეს ყველაფერი ასეთ შედეგამდე მიგვიყვანდა, მაგრამ არავის მოუსმინეს. ვლოცულობ, რომ საფრანგეთმა, მშვენიერმა ქვეყანამ, სადაც შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს, შეაჩეროს ეს სიგიჟე, ვიდრე კიდევ უფრო მეტი ღირსშესანიშნაობა დაიწვება. იმედი მაქვს, ამერიკელებიც ყურადღებით არიან. სწორედ ასეთ მომავალს უმზადებენ კონგრესში მყოფი დემოკრატები თქვენს ქვეყანას”,- წერს ვენსი.

 

მსგავსი