ჯეი დი ვენსი - უცხოური გავლენა არის, როდესაც სხვა მთავრობები გემუქრებიან, გეპირფერებიან და ცდილობენ ეკონომიკური გავლენის გამოყენებას იმის საჩვენებლად, როგორ მისცეთ ხმა, ეს სუვერენიტეტზე თავდასხმაა
ჯეი დი ვენსი - უცხოური გავლენა არის, როდესაც სხვა მთავრობები გემუქრებიან, გეპირფერებიან და ცდილობენ ეკონომიკური გავლენის გამოყენებას იმის საჩვენებლად, როგორ მისცეთ ხმა, ეს სუვერენიტეტზე თავდასხმაა

უცხოური გავლენა არის, როდესაც სხვა მთავრობები გემუქრებიან, გეპირფერებიან და ცდილობენ ეკონომიკური გავლენის გამოყენებას იმის საჩვენებლად, როგორ მისცეთ ხმა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა უნგრეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, უნგრელმა ხალხმა უარი უნდა თქვას უცხოური გავლენის ოპერაციებზე და ხმა მისცეს მას, ვინც სურს, მათი ლიდერი იყოს.

ჯეი დი ვენსის განცხადებით, უნგრეთის მოსახლეობამ ბრიუსელის ბიუროკრატებს უარი უნდა უთხრას.

„მოგწონთ თუ არა ვიქტორ ორბანი, ეთანხმებით თუ არა ამა თუ იმ პოლიტიკას – ეს თქვენს სუვერენიტეტზე ფუნდამენტური თავდასხმაა. ჩვენ უზარმაზარი ეკონომიკური ძალა გვაქვს აშშ-ში. ჩვენ ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით მსოფლიოს სუპერძალა ვართ. ჩვენ არასდროს დავმუქრებივართ უნგრეთს და არ გვითქვამს, რომ ვიქტორ ორბანს თუ არ აირჩევთ, ვერ მიიღებთ ამას და ამას. ჩვენ ეს არასდროს გაგვიკეთებია, რადგან ჩვენ პატივს ვცემთ უნგრელ ხალხს და მის სუვერენიტეტს. ის ფაქტი, რომ ამდენი უცხოური აქტორი – იქნებიან ეს ტრანსნაციონალური ორგანიზაციები, როგორებიცაა ბრიუსელის ბიუროკრატია თუ უცხოური მთავრობები – პირდაპირ ემუქრება უნგრელ ხალხს: „მიეცით ხმა ასე, თორემ შურს ვიძიებთ“, ძალიან უნდა გაბრაზებდეთ. თქვენ ამის წინააღმდეგ უნდა მისცეთ ხმა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ქვეყანაში სუვერენულები ხართ“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.