ჯეი დი ვენსი - ტრამპს სურს, რომ დავრჩეთ ნატო-ში, მაგრამ ასევე სურს, რომ ნატო-ს ქვეყნებმა ატარონ თავიანთი თავდაცვის ტვირთის ნაწილი
ჯეი დი ვენსი - ტრამპს სურს, რომ დავრჩეთ ნატო-ში, მაგრამ ასევე სურს, რომ ნატო-ს ქვეყნებმა ატარონ თავიანთი თავდაცვის ტვირთის ნაწილი

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპის გაიმარჯვების შემთხვევაში, ის აშშ-ს ნატო-ში დატოვებს.

„ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში ვენსმა აღნიშნა, რომ ტრამპს სურს, ნატო იყოს ძლიერი.

„მას სურს, რომ ჩვენ დავრჩეთ ნატო-ში, მაგრამ ასევე სურს, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა ატარონ თავიანთი თავდაცვის ტვირთის ნაწილი“, – განაცხადა ვენსმა.

ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ წევრი ქვეყნების ვალდებულებებში დისბალანსია და ხაზგასმით გამოყო გერმანია.

„ნატო-ს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ განსაკუთრებით გერმანიამ მეტი უნდა დახარჯოს უსაფრთხოებაზე და თავდაცვაზე“, – თქვა ვენსმა.