ჯეი დი ვენსი – პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ თუ ძალაუფლებას შეგვინარჩუნებთ, ჩვენს მიერ შექმნილი წარმოუდგენელი სიმდიდრიდან სარგებელს თქვენც მიიღებთ, ტარიფებმა დიდი მოგება მოგვიტანა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი განმარტავს, თუ როგორ აპირებს დონალდ ტრამპი, ნოემბერში შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში თითოეულ სრულწლოვან ამერიკელს 5 ათასი დოლარი გადაუხადოს.
Fox News-ის შეკითხვის საპასუხოდ ვენსმა განაცხადა, რომ ტრამპი იმ ოდენობის თანხის მოგროვებას, რაც საკმარისი იქნება, თითოეულ ამომრჩეველს 5 ათასი დოლარი გადაუხადოს, ტარიფების მეშვეობით აპირებს.
„ტარიფებმა ჩვენ დიდი მოგება მოგვიტანა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ თქვენ ძალაუფლებას შეგვინარჩუნებთ, ჩვენ მიერ შექმნილი წარმოუდგენელი სიმდიდრიდან სარგებელს თქვენც მიიღებთ“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ნოემბერში შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში თითოეულ სრულწლოვან ამერიკელს 5 ათას დოლარს გადაუხდის. ამასთან, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ეს თანხა აშშ-ში უნდა დაიხარჯოს. „ბლუმბერგის“ შეფასებით, ასეთი გადახდები აშშ-ის ბიუჯეტს 1.3 ტრილიონ დოლარზე მეტი დაუჯდება.