ჯეი დი ვენსი პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერს, ალის ვაიდელს შეხვდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი გერმანული პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერს, ალის ვაიდელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, გერმანიის 23 თებერვლის არჩევნებში პარტიის მთავარ კანდიდატს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მიღმა შეხვდა, რადგან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კონფერენციაზე არ იყო მიწვეული.
გერმანული მედიის ინფორმაციით, საუბარი 30 წუთს გაგრძელდა, რომლის დროსაც უკრაინაში მიმდინარე ომი და სხვა საკითხები განიხილეს.