ჯეი დი ვენსი მოქალაქეებს მოუწოდებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ, უფროსთან ამხილონ
ჯეი დი ვენსი მოქალაქეებს მოუწოდებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ, უფროსთან ამხილონ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მოქალაქეებს მოუწოდებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ, უფროსთან ამხილონ.

ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა „ჩარლი კირკის შოუს“ წაყვანისას განაცხადა.

„როდესაც ნახავთ, რომ ვინმე ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობს, ჯოჯოხეთში წასვლა უსურვეთ, დაურეკეთ მათ დამსაქმებელს. ჩვენ არ გვჯერა პოლიტიკური ძალადობის, მაგრამ გვჯერა ღირსების და პოლიტიკური მკვლელობის აღნიშვნა ღირსეული ქცევა არ არის. ჩაერთეთ. ეს საუკეთესო გზაა ჩარლის მემკვიდრეობის პატივსაცემად“, – განაცხადა თქვა ვენსმა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის კონსერვატორი კომენტატორი 10 სექტემბერს იუტა ველის უნივერსიტეტში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მოკლეს. მკვლელობიდან ორ დღეში მკვლელობის ბრალდებით 22 წლის ტაილერ რობინსონი დააკავეს.