ჯეი დი ვენსი - გვიყვარს მოკავშირეები, მაგრამ 25 წლის წინ რაღაც ჭკვიანური რადგან გააკეთე, ეს არ ნიშნავს, რომ ახლა სისულელის გაკეთება არ შეგიძლია
ჯეი დი ვენსი - გვიყვარს მოკავშირეები, მაგრამ 25 წლის წინ რაღაც ჭკვიანური რადგან გააკეთე, ეს არ ნიშნავს, რომ ახლა სისულელის გაკეთება არ შეგიძლია

გრენლანდია კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ვენსის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს.

„ევროპის მხრიდან იყო წუხილი ამ საკითხზე, თუმცა მათ ვერ შეძლეს ფუნდამენტურ არგუმენტთან გამკლავება. გრენლანდია კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. ხალხი ამას ვერ ხვდება. მთელი სარაკეტო თავდაცვის ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ დამოკიდებულია გრენლანდიაზე, თუ რუსეთი და ჩინეთი, მე არ ვამბობ, რომ ისინი აპირებენ, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს და თუ ვინმე მომავალში ბირთვულ რაკეტას გამოუშვებს ჩვენს კონტინენტზე ან ევროპაზე, გრენლანდია კრიტიკულად მნიშვნელოვანია სარაკეტო თავდაცვისთვის. უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს, გააკეთეს თუ არა ევროპელებმა და დანიელემბმა საკმარისი გრენლანდიის უსაფრთხოების და იმის უზრუნველსაყოფად, რომ კვლავაც მსოფლიო უსაფრთხოებისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საყრდენის ფუნქცია შეასრულოს? ცხადია, პასუხი არის ის, რომ ასე არ მოხდა. მათ არასაკმარისი ინვესტიცია ჩადეს თავიანთ უსაფრთხოებაში. მათ კარგად ვერ შეძლეს ამ ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რაც მე მესმის მათი მხრიდან, არის ის, რომ  ყოველთვის იყენებენ არგუმენტებს წარსულიდან. ისინი გეტყვიან, რომ ერთად ვიბრძოდით მეორე მსოფლიო ომში, ტერორიზმთან ბრძოლაში და ჩვენ მადლიერები ვართ ამისთვის. გვიყვარს ეს მოკავშირეები, მაგრამ რადგან 25 წლის წინ რაღაც ჭკვიანური გააკეთე, არ ნიშნავს, რომ ახლა რაიმე სისულელის გაკეთება არ შეგიძლია“, – თქვა ვენსმა.