ჯეი დი ვენსი – ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები „არეული“ იქნება, ჩვენი ამოცანაა ამ სირთულეების გადალახვა და საუკეთესო შედეგის მიღწევა როგორც ამერიკელი ხალხისთვის, ისე აშშ-ის პრეზიდენტისთვის

10:16, 06.08.2026

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები „არეული“ იქნება და დრო დასჭირდება.

მისივე თქმით, „ირანელები განსაკუთრებულად რთული ხალხია“, რომელთაც „დანაწევრებული სისტემა“ აქვთ.

„ჩვენი ამოცანაა ამ სირთულეების გადალახვა და საუკეთესო შედეგის მიღწევა ამერიკელი ხალხისთვის, ასევე შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის“, – განაცხადა ვენსმა მედიასთან საუბრისას.

ამასთან, ჯეი დი ვენსის განმარტებით, ნავთობის ფასები დაეცემა.

„ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი, ხოლო შეერთებული შტატები უფრო ძლიერ პოზიციაში აღმოჩნდება. თუმცა ჩვენ პროცესების შუაგულში ვართ და ვფიქრობ, ხალხი ცდილობს წინასწარ განსაჯოს, თუ როგორ წარიმართება ეს ყველაფერი“, – აღნიშნა ვენსმა.

მსგავსი