ჯეი დი ვენსი – ეკონომიკური ზეწოლა ირანზე ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია, მაგრამ ეს დელიკატური ცეკვაა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ეკონომიკური ზეწოლა ირანზე „ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია“, მაგრამ ეს „დელიკატური ცეკვაა“.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, თეირანიც შეეცდება, ვაშინგტონის წინააღმდეგ ეკონომიკური ბერკეტები გამოიყენოს.
„ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი არის ეკონომიკური ზეწოლა, რომლის გამოყენებაც მათზე შეგვიძლია. და ეს არის დელიკატური ცეკვა, რადგან ჩვენ მათზე ეკონომიკურ ზეწოლას ვახორციელებთ, საპასუხოდ ისინიც შეეცდებიან ჩვენზე ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებას“, – განაცხადა ვენსმა გადაცემაში „კლეი ტრევისისა და ბაკ სექსტონის შოუ“.
მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ნავთობის ფასები გაიზარდა, რასაც ხალხი ბენზინგასამართ სადგურზე ხედავს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მოახერხა და ჰორმუზის სრუტეში გემები გაატარა.
„ისინი ცდილობენ სრუტის დაკეტვას. მის ძველ მდგომარეობამდე დაბრუნებას ვერ შევძლებთ, მაგრამ შევძლებთ საკმარისი რაოდენობის ნავთობისა და გაზის გამოტანას, რათა ზოგიერთ ამერიკელს მივცეთ გარკვეული რაოდენობის ნავთობის მიწოდება, ზოგს შევუმსუბუქოთ საწვავის მიწოდება, ზოგს კი ენერგიის ფასები შევუმციროთ“, – განაცხადა ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზეწოლის საბოლოო მიზანია, ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს.