ჯეი დი ვენსი – ძალიან გაღიზიანებული ვარ ამერიკელებით და, გულწრფელად რომ ვთქვა, სხვა ქვეყნების იმ ადამიანებითაც, რომლებიც ამბობენ, რომ ირანელებთან მოლაპარაკება შეუძლებელია
ძალიან გაღიზიანებული ვარ ამერიკელებით და, გულწრფელად რომ ვთქვა, სხვა ქვეყნების იმ ადამიანებითაც, რომლებიც ამბობენ, რომ ირანელებთან მოლაპარაკება შეუძლებელია, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
„სიენენის“ ცნობით, ვენსმა თეირანთან დიპლომატიური მოლაპარაკებების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ომის მოგება მხოლოდ სამხედრო ძალით შეუძლებელია.
„შეგიძლიათ, დაბომბოთ ისინი, წაართვათ რადარები, წაართვათ მათი დრონებისა და რაკეტების ნაწილი, მაგრამ სრუტეში გემებისთვის ცეცხლის გახსნა მაინც ძალიან მარტივია. ამიტომ ნამდვილად უნდა არსებობდეს მოლაპარაკებების სურვილი და პრობლემის გადაჭრის მცდელობები”, – აღნიშნა ვენსმა.
ცნობისთვის, მოლაპარაკებების დროს ჯეი დი ვენსი აშშ-ის დეგელაციის მხარეს ხელმძღვანელობდა, თუმცა ეს პროცესი ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე ჩიხში შევიდა.