ჯეი დი ვენსი - დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, დამატებითი ზომები მიიღოს ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად
ჯეი დი ვენსი - დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, დამატებითი ზომები მიიღოს ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, შემდგომი ზომები მიიღოს ირანის ურანის გამდიდრების შესაჩერებლად.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ირანმა „ურანი გაამდიდრა ნებისმიერი სამოქალაქო მიზნისთვის საჭირო დონეზე გაცილებით მეტად“ და აშშ-ის პრეზიდენტმა, „შესაძლოა, გადაწყვიტოს, რომ მას დამატებითი ზომების მიღება სჭირდება ირანის ბირთვული პროგრამის დასასრულებლად“.

ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ ტრამპი „არის დაინტერესებული ამერიკელი სამხედროების გამოყენებით მხოლოდ ამერიკელი ხალხის მიზნების მისაღწევად”.

„რაც არ უნდა გააკეთოს, ის ამაზეა ფოკუსირებული“, – განაცხადა ვენსმა.