ჯეი დი ვენსი - ჩემი სამი წლის გოგონასთან სეირნობისას „დიდება უკრაინას“ მომხრე დემონსტრანტები დაგვედევნენ და ყვიროდნენ, თუ სამი წლის ბავშვს პოლიტიკური პროტესტის ფარგლებში აედევნები, ნაგავი ადამიანი ხარ
დღეს, როდესაც ჩემს სამი წლის გოგონასთან ერთად ვსეირნობდი, „დიდება უკრაინას“ მომხრე დემონსტრანტების ჯგუფი დაგვედევნა და ყვიროდნენ, რის გამოც ჩემი შვილი სულ უფრო მეტად შეშფოთებული და შეშინებული იყო, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სოციალურ ქსელში წერს.
ვენსი აცხადებს, რომ მან სცადა იმ ადამიანებთან გასაუბრება, რომლებსაც მის მიმართ პროტესტი ჰქონდათ.
„დღეს, როდესაც ჩემს სამი წლის გოგონასთან ერთად ვსეირნობდი, „დიდება უკრაინას“ მომხრე დემონსტრანტების ჯგუფი დაგვედევნა და ყვიროდნენ, რის გამოც ჩემი შვილი სულ უფრო მეტად შეშფოთებული და შეშინებული იყო. გადავწყვიტე დემონსტრანტებთან საუბარი იმ იმედით, რომ რამდენიმე წუთის საუბრის სანაცვლოდ ჩემს პატარას თავს დაანებებდნენ (თითქმის ყველა დამეთანხმა). საუბარი ძირითადად პატივისცემით წარიმართა, მაგრამ თუ სამი წლის ბავშვს პოლიტიკური პროტესტის ფარგლებში აედევნები, ნაგავი ადამიანი ხარ“, – წერს ვენსი.