ჯეი დი ვენსი – ბიუროკრატები ცდილობენ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ განადგურებას, დასავლეთმა ერთად დაანგრია ბერლინის კედელი და ის თავიდან არა საბჭოთა კავშირმა ან რუსეთმა, არამედ გერმანიის ისტებლიშმენტმა ააშენა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას ეხმაურება.
როგორც ვენსი სოციალურ ქსელში წერს, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყველაზე ცნობილი პარტიაა გერმანიაში და ბიუროკრატები ახლა მის განადგურებას ცდილობენ.
„„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყველაზე ცნობილი პარტიაა გერმანიაში და აღმოსავლეთ გერმანიის ყველაზე წარმომადგენლობითი პარტიაც კი. ახლა ბიუროკრატები მის განადგურებას ცდილობენ. დასავლეთმა ერთად დაანგრია ბერლინის კედელი და ის თავიდან ააშენა არა საბჭოთა კავშირმა ან რუსეთმა, არამედ გერმანიის ისტებლიშმენტმა“, – წერს ვენსი და აღნიშნულ საკითხზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ დაწერილ განცხადებას აზიარებს.
გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა მიიღო, რომელიც პარტიის საქმიანობას რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა.
The AfD is the most popular party in Germany, and by far the most representative of East Germany. Now the bureaucrats try to destroy it.
The West tore down the Berlin Wall together. And it has been rebuilt—not by the Soviets or the Russians, but by the German establishment. https://t.co/Un6suHtSNJ
— JD Vance (@JDVance) May 2, 2025