ჯეი დი ვენსი – აშშ-ს ირანთან „დიდი შეთანხმების“ დადება სურს და მოლაპარაკებას გააგრძელებს

09:32, 15.04.2026
MILWAUKEE, WISCONSIN - JULY 17: Republican vice presidential candidate, U.S. Sen. J.D. Vance (R-OH) speaks on stage  on the third day of the Republican National Convention at the Fiserv Forum on July 17, 2024 in Milwaukee, Wisconsin. Delegates, politicians, and the Republican faithful are in Milwaukee for the annual convention, concluding with former President Donald Trump accepting his party's presidential nomination. The RNC takes place from July 15-18.  (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)

აშშ-ს ირანთან „დიდი შეთანხმების“ დადება სურს და მოლაპარაკებას გააგრძელებს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

ჯორჯიის უნივერსიტეტში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ვენსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი არ ისწრაფვის „მცირე შეთანხმებისკენ“, ის  მიზნად ისახავს ირანთან „დიდ შეთანხმებას“.

ვენსმა აღნიშნა, რომ მიუხედავად საბოლოო შეთანხმების არარსებობისა, „დიდი პროგრესია მიღწეული“. მისივე თქმით, ვაშინგტონის მთავარი მოთხოვნა უცვლელია – ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს მოხდეს“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ვენსის თქმით, შეთანხმების შემთხვევაში აშშ მზად არის ირანის ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის.

„თქვენ თუ აიღებთ ვალდებულებას, რომ ბირთვული იარაღი არ გექნებათ, ჩვენ დავეხმარებით ირანს, გახდეს ეკონომიკურად წარმატებული და აყვავებული ქვეყანა. ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს. მე გავაგრძელებ ბრძოლას ამის მისაღწევად. ძალიან კარგ პოზიციაში ვართ“, – განაცხადა ვენსმა.

მსგავსი