ჯეი დი ვენსი - აშშ გულმოდგინედ მუშაობს დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად
ჯეი დი ვენსი - აშშ გულმოდგინედ მუშაობს დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად

აშშ გულმოდგინედ მუშაობს დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა. ჯეი დი ვენსის თქმით, არსებობს კარგი შესაძლებლობა, რომ ორივე მხარე მივა შეთანხმებამდე.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან გულმოდგინედ ვმუშაობთ კირ სტარმერის მთავრობასთან სავაჭრო შეთანხმებაზე“, – განაცხადა მან.

ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ძალიან უყვარს დიდი ბრიტანეთი.

„მას უყვარდა დედოფალი. ის აღფრთოვანებულია და უყვარს მეფე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობებია. ასევე, ტრამპი ბიზნესმენია და აქვს რიგი მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები ბრიტანეთში“, – თქვა ვიცე-პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ბრიტანეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები გაცილებით უფრო ღრმაა, რაშიც გულისხმობს „ნამდვილ კულტურულ ნათესაობას“.

„ამრიგად, ვფიქრობ, რომ არსებობს კარგი შანსები, რომ დიახ, ჩვენ მივაღწევთ დიდ შეთანხმებას, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესებში იქნება“, – აღნიშნა ვენსმა.