ჯეი დი ვენსი – არ მინახავს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც „ფლაიდუბაის“ ინციდენტს ირანს დაუკავშირებდა
არ მინახავს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც „ფლაიდუბაის“ ინციდენტს ირანს დაუკავშირებდა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, რაც შეეხება ირანის მონაწილეობას, ამ საკითხზე პასუხის გაცემა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის, ჯონ რეტკლიფისა და დაზვერვის სფეროს წარმომადგენლების კომპეტენციაა.
„არ მინდა, რაიმე სახის განცხადებებს წინ გავუსწრო. ეს, რა თქმა უნდა, საკითხია, რომელსაც განვიხილავთ, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ჯერჯერობით რაიმე საბოლოო ან გადამწყვეტი შედეგი მინახავს“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.