ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელთა დამარცხების მიზეზი ირანში ომია

20:31, 04.11.2026

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებით, არჩევნებში რესპუბლიკელთა დამარცხების მიზეზი ირანში ომია.

ამერიკელი მაღალჩინოსანი ამგვარად გამოეხმაურა კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს.

„წაგების მიზეზი ომია. პრეზიდენტმა თავადაც თქვა ეს გასულ ღამეს. თუ გსურთ, ამტკიცოთ, რომ ეს ამად ღირდა – სენატის მომდევნო 6 წლით დაკარგვად ღირდა – ამტკიცეთ. დაამტკიცეთ, რომ ეს ღირებული საფასური იყო. ეთანხმებით თუ არა, სულ ცოტა გულწრფელი მაინცაა, მაგრამ ყველამ იცის, რატომ წავაგეთ. და ნებისმიერი გულწრფელი საუბარი იმაზე, სად მივდივართ შემდგომ, აქედან უნდა დაიწყოს“, – წერს ვენსი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, წაგების მიზეზი სხვა არაერთი საკითხიცაა, მათ შორის ცხოვრების მაღალი ხარჯები და აშშ-ის ურთიერთობა ისრაელთან.

აშშ-ში შუალედური არჩევნები გაიმართა. „როიტერის“ მონაცემებით, დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს.

მსგავსი