ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი ერთადერთი სახელმწიფოს მეთაურია, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ დადებითად არის განწყობილი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი ერთადერთი სახელმწიფოს მეთაურია, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ დადებითად არის განწყობილი.
ამასთან, ვენსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „აწუხებს“ ისრაელის კაბინეტის ზოგიერთი წევრის მიერ აშშ-ირანის შეთანხმებისა და ტრამპის კრიტიკა.
„დონალდ ტრამპი მთელ მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოს მეთაურია, რომელიც ამ მომენტში ისრაელის ერის მიმართ სიმპათიით არის განწყობილი. ისრაელის პრობლემა დონალდ ტრამპი არ არის და ისრაელში ყველა, ვინც ფიქრობს, რომ მათი ყველაზე დიდი პრობლემა შეერთებული შტატების პრეზიდენტია, უნდა გამოფხიზლდეს და იგრძნოს ქვეყნის რეალობის მდგომარეობა“, – აცხადებს ვენსი.
ამასთან, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მას არ სურს ისრაელისთვის თავდაცვის უფლების ჩამორთმევა, თუმცა ისრაელმა „ისევე როგორც ყველამ, უნდა დაიცვას სამშვიდობო პროცესი“.
„როგორც ჩანს, ჩვენ შეთანხმების მიღწევის ზღვარზე ვართ და შემდეგ უეცრად ბეირუთში მშვიდობიანი მოსახლეობის ცენტრში დიდი აფეთქება ხდება. ეს მიუღებელია“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.