ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი წლების განმავლობაში საკუთარი ლიდერების მმართველობით იმედგაცრუებულია და იმედოვნებს, რომ ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი ქვეყანას ცვლილებებს მოუტანს

10:43, 05.07.2026

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი წლების განმავლობაში საკუთარი ლიდერების მმართველობით იმედგაცრუებულია და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი შეძლებს იმ მასშტაბური სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას, რომელსაც ამომრჩევლები წლების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე ელოდებიან.

ამის შესახებ ვენსმა The Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ხშირი ცვლილებები ბრიტანეთის პოლიტიკურ სისტემაში არსებულ უფრო ღრმა პრობლემებზე მიუთითებს.

„ბოლო რამდენიმე წელიწადში ბრიტანეთს ექვსი პრემიერ-მინისტრი ჰყავდა. ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ ბრიტანეთის პოლიტიკაში რაღაც ძალიან სერიოზულად არის დაზიანებული და საზოგადოება რეალურ, სტრუქტურულ ცვლილებებს ითხოვს. იმედი მაქვს, რომ ენდი ბერნემი ან ის თუ არა, სხვა ვინმე შეძლებს ამ ცვლილებების განხორციელებას და ვინც არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, მოახერხებს ბრიტანეთის სწორ გზაზე დაბრუნებას“, – განაცხადა ვენსმა.

მსგავსი