ჯეფრი საქსი - მთავარია მშვიდობა, თანამშრომლობა, პრაგმატიზმი, ყველასთვის მომგებიანი შესაძლებლობების მოძიება, არა სასწაულების, არამედ რეალისტური მიდგომების რწმენა
ჯეფრი საქსი - მთავარია მშვიდობა, თანამშრომლობა, პრაგმატიზმი, ყველასთვის მომგებიანი შესაძლებლობების მოძიება, არა სასწაულების, არამედ რეალისტური მიდგომების რწმენა

საქართველოს სჭირდება გონიერი სახელმწიფოებრივი მართვა, მკაფიო იდეა იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მომავალში გლობალურად არსებული მრავალგვარი გამოწვევები. მთავარი არის მშვიდობა, თანამშრომლობა და პრაგმატიზმი, ყველასთვის მომგებიანი შესაძლებლობების მოძიება, არა სასწაულების რწმენა, არამედ რეალისტური მიდგომების“, – ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფრი საქსმა ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მიმართვაში კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა მსოფლიოში ძველი წესრიგის მნიშვნელოვან რღვევას გაუსვა ხაზი. მისი შეფასებით, ახალი დღის წესრიგის ერთ-ერთი მიზეზი გეოპოლიტიკური ცვლილებებია. ამასთან, საქსმა საქართველოს რთულ გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც, პარალელურად, ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის.

„საქართველოსთანა პატარა ქვეყნისთვის მისი სამეზობლო არეალი საკმაოდ რთულ მოცემულობას ქმნის, მაგრამ ეს ამავდროულად ეკონომიკური შესაძლებლობების შემქმნელიცაა. ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის ცნობილი დერეფნები, რომლებმაც ევროპა და აზია, შეიძლება, სამხრეთ კავკასიის გავლით ერთმანეთს დააკავშიროს, სწორედ საქართველოზე გადის და ეს შესაძლებლობა ქვეყანამ გონივრულად უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა ჯეფრი საქსმა.