ჯეფრი ჰარიგიანი - იემენიდან ერ-რიადის აეროპორტის მიმართულებით ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ირანული წარმოების იყო
ჯეფრი ჰარიგიანი - იემენიდან ერ-რიადის აეროპორტის მიმართულებით ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ირანული წარმოების იყო

იემენიდან საუდის არაბეთის დედაქალაქის აეროპორტის მიმართულებით ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ირანული წარმოების იყო. ამის შესახებ აშშ-ის საჰაერო ძალების აზიური სარდლობის მეთაურმა განაცხადა.

ჯეფრი ჰარიგიანის თქმით, ჩამოგდებულ რაკეტას ირანული ნიშნები ჰქონდა და ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს, თუ როგორ აღმოჩნდა იემენში ირანული რაკეტა, როდესაც საუდის არაბეთს საზღვაო და საჰაერო ბლოკადა აქვს დაწესებული.

ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა რაკეტის ტიპი არ დაასახელა. ერ-რიადის აეროპორტის მიმართულებით რაკეტის გაშვებაში ირანის ფაქტორს ასახელებს თავად საუდის არაბეთიც. ოფიციალური თეირანი ბრალდებებს უარყოფს.

დატოვე კომენტარი