ჯეფრი ეპშტეინის ბრალმდებელმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით პრინც ენდრიუს უჩივლა
ჯეფრი ეპშტეინის ბრალმდებელმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით პრინც ენდრიუს უჩივლა

ჯეფრი ეპშტეინის ბრალმდებელმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით პრინც ენდრიუს უჩივლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

აშშ-ის მაჰეტენის სასამართლოში შეტანილ ბრალდების მიხედვით, ვირჯინია ჯუფრემ განაცხადა, რომ დედოფალ ელისაბედის რიგით მეორე ვაჟმა, იორკის ჰერცოგმა ენდრიუმ ის სამჯერ გააუპატიურა და სცემა ოცი წლის წინ, როდესაც ის 17 წლის იყო.

მისი განცხადებით, ის გარდაცვლილი ფინანსისტის ჯეფრი ეპშტეინის მხრიდან გახდა ტრეფიკინგის მსხვერპლი, რომელმაც ის და ენდრიუ ერთმანეთს შეახვედრა. ვირჯინია ჯუფრეს განცხადებით, პრინცმა ენდრიუმ პასუხი უნდ აგოს იმაზე რაც ჩაიდინა და იმედი გამოთქვა, რომ მის მაგალითს სხვებიც მიბაძავენ და მოძალადეებს ამხელენ.

ბრალდებასთან დაკავშირებით ბრიტანეთის პრინცის ადვოკატებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

2019 წელს მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ენდრიუმ განაცხადა, რომ არ ახსოვს შეხვდა თუ არა ჯუფრეს და კატეგორიულად უარყო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული ბრალდება. 61 წლის ენდრიუ, ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა ამერიკელ ფინანსისტთან ჯეფრი ეპშტეინთან, რომელიც 2019 წელს მანჰეტენის სასამართლომ ათობით ქალის გაუპატიურებაში ცნო ბრალდებულად. აღსანიშნავია, რომ, აშშ-ის პროკურატურის თქმით, გამოძიების პროცესის პერიოდში პრინცი ენდრიუ არ თანამშრომლობდა მათთან.