Jefferson Airplane-ის დამფუძნებელი მარტი ბალინი გარდაიცვალა​
Jefferson Airplane-ის დამფუძნებელი მარტი ბალინი გარდაიცვალა​

ცნობილი როკ-ჯგუფის Jefferson Airplane-ის დამფუძნებელი და ვოკალისტი მარტი ბალინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ variety ავრცელებს. როგორც ცნობილია მუსიკოსი სახლში ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

როკ-ჯგუფი 60-იან წლებში კალიფორნიაში ჩამოყალიბდა, მალევე მიაღწია პოპულარობას და აღიარებას.

მარტი ბალინი სოლო კარიერითაც იყო დაკავებული მისი ბოლო ალბომი სახელწოდებით The Greatest Love 2008 წელს გამოვიდა.

დატოვე კომენტარი