ჯეფ ბეზოსის კოსმოსური ტურისტული რაკეტა 11-წუთიანი ფრენის შემდეგ დედამიწაზე წარმატებით დაეშვა
11-წუთიანი გასეირნება კოსმოსში. ამაზონის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ის რაკეტით ქალებით დაკომპლექტებულმა ეკიპაჟმა, რომელთა შორის ცნობილი ამერიკელი მომღერალი კეიტი პერი, ბეზოსის საცოლე ლორენ სანჩესი, სამოქალაქო უფლებადამცველი აქტივისტი ამანდა ნგუენი, კინოპროდიუსერი კერიან ფლინი და მეცნიერი აიშა ბოუი იმყოფებოდნენ, კარმანის ხაზი გადაკვეთა და კოსმოსში გავიდა.
რაკეტა ტეხასის შტატიდან გაუშვეს და მისმა მაქსიმალურმა სიჩქარემ საათში 3 700 კმ შეადგინა.
რაკეტა აფრენის შემდეგ ტეხასში უსაფრთხოდ დაეშვა.