ჯასტინ ტრუდო - ვინიცაში უკრაინელ სამოქალაქო პირებზე რუსეთის თავდასხმა ბარბაროსული და ამაზრზენია
ჯასტინ ტრუდო - ვინიცაში უკრაინელ სამოქალაქო პირებზე რუსეთის თავდასხმა ბარბაროსული და ამაზრზენია

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ვინიცაზე განხორციელებულ რუსულ სარაკეტო დარტყმას ბარბაროსული უწოდა. ამის შესახებ მან „ტვიტერზე“ დაწერა.

„ვინიცაში უკრაინელ სამოქალაქო პირებზე რუსეთის თავდასხმა ბარბაროსული და ამაზრზენია. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ რჩება ურყევი და ჩვენ ვაგრძელებთ მათთვის საჭირო დახმარების გაწევას, მათ შორის სამხედრო ტექნიკით, რადგან ისინი თავს იცავენ“, – დაწერა ტრუდომ „ტვიტერზე“.