ჯასტინ ტრუდო – საჭიროების შემთხვევაში ამერიკის მიერ ტარიფების დაწესებაზე კანადის პასუხი იქნება მტკიცე და მკაფიო
Canadian Prime Minister Justin Trudeau delivers remarks on recent developments in Israel ahead of the annual Press Gallery Dinner in Ottawa, Ontario, on Saturday. Spencer Colby/The Canadian Press/AP
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ამერიკის მიერ ტარიფების დაწესებაზე კანადის პასუხი იქნება მტკიცე და მკაფიო.
ტარიფებზე საუბრისას კანადის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეს არის „მიუღებელი“.
„კანადელები მტკიცედ და ენერგიულად დადგებიან ფეხზე საჭიროების შემთხვევაში“, – თქვა ტრუდომ პარიზის ხელოვნური ინტელექტის სამიტზე.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. როგორც თავად პრეზიდენტი ამბობს, განკარგულება შეეხება ყველა ქვეყანას, მათ შორის მექსიკასა და კანადას.