ჯასტინ ტრუდო - ნორმალურ შობაზე საუბარიც კი ზედმეტია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევანელოთ ვირუსის გავრცელება
კანადაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება, რაც შესაძლოა, საავადმყოფოების გადატვირთვის მიზეზი გახდეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, ჯასტინ ტრუდოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ნორმალურ შობაზე საუბარიც კი ზედმეტია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა შევანელოთ ვირუსის გავრცელება“, – აცხადებს კანადის პრემიერ-მინისტრი.
ჯასტინ ტრუდო ქვეყნის მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
პანდემიის მძიმე მეორე ტალღის გამო, ქვეყნის 10 პროვინციაში გადაადგილებასა და ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები შესაძლოა, ისევ დაწესდეს. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, მოქალაქეები უსაფრთხოების ნორმებს ნაკლებად იცავენ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კანადაში „კოვიდ-19“-ის 315 751 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 11 265 პაციენტი გარდაიცვალა.