ჯასტინ ტრუდო - კანადა მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი, მაგრამ ომებსაც აქვთ წესები
ჯასტინ ტრუდო - კანადა მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი, მაგრამ ომებსაც აქვთ წესები

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ისრაელს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნისკენ მოუწოდებს.

„კანადა მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ ომებსაც აქვთ თავისი წესები“, – აღნიშნა ტრუდომ.

მისი თქმით, სასწრაფო დახმარებაა საჭირო 2.3 მილიონი ალყაში მოქცეული ადამიანის დასახმარებლად.

„ვერაფერი გაამართლებს „ჰამასის“ ტერორისტულ აქტებს. „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს და არც მათ ლეგიტიმურ მისწრაფებებს“, – განაცხადა კანადის პრემიერმა.