ჯასტინ ტრუდო - კანადა „კოვიდ-19“-ის პანდემიის მეორე ტალღის ფაზაში შევიდა
ჯასტინ ტრუდო - კანადა „კოვიდ-19“-ის პანდემიის მეორე ტალღის ფაზაში შევიდა

კანადა „კოვიდ-19“-ის პანდემიის მეორე ტალღის ფაზაში შევიდა, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. „როიტერის“ ინფორმაციით, ჯასტინ ტრუდომ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. მისი თქმით, თუ ხალხი რეკომენდაციებს არ დაიცავს, ქვეყანაში ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდა გარდაუვალი იქნება.

„ჩვენ ვარდნის პირას ვართ, რაც შესაძლოა, გაზაფხულის მდგომარეობაზე გაცილებით უარესი აღმოჩნდეს“,- განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

კანადაში ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი გაიზარდა. ქვეყანაში ყოველდღიურად საშუალოდ 1123 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე კანადაში ვირუსის 149 939 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 9 294 ადამიანი.