ჯასტინ ტრუდო ისრაელის პრეზიდენტს ესაუბრა
ჯასტინ ტრუდო ისრაელის პრეზიდენტს ესაუბრა

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ისრაელის პრეზიდენტს ესაუბრა და მხარდაჭერა გამოხატა.

როგორც ტრუდო სოციალურ ქსელში წერს, ისრაელის პრეზიდენტთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ შეშფოთებულია ღაზაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციის გამო.

მხარეებმა ისაუბრეს „ჰამასის“ მიერ აყვანილ მძევლებზეც და მათი დაუყონებლივ გათავისუფლების აუცილებლობაზე.

ამასთან, ტრუდომ გამოხატა მხარდაჭერა „როგორც ისრაელის, ისე პალესტინელების უფლებებისადმი, იცხოვრონ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ“.