ჯასტინ ტრიუდოს მთავარმა ოპონენტმა, კონსერვატორების ლიდერმა ერინ ოტულმა არჩევნებში დამარცხება აღიარა
ჯასტინ ტრიუდოს მთავარმა ოპონენტმა, კონსერვატორების ლიდერმა ერინ ოტულმა არჩევნებში დამარცხება აღიარა

კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალურმა პარტიამ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, მისმა მთავარმა მეტოქემ კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ერინ ოტულმა მარცხი აღიარა. თუმცა ჯასტინ ტრიუდოს პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა და კვლავ უმცირესობის მთავრობის ჩამოყალიბება მოუწევს.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ჯასტინ ტრიუდომ კანადის მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ იმუშავებს სხვა პარტიებთან ყველა კანადელის საკეთილდღეოდ.

„თქვენ დაგვაბრუნეთ სამუშოდ მკაფიო მანდატით, რათა კანადას პანდემია გადავალახინოთ და წინ უფრო ნათელი დღეები დაგვიდგეს. ჩვენ ამ ღამით ვიხილეთ, რომ მილიონობით კანადელმა პროგრესული გეგმა აირჩია“, – განაცხადა ჯასტინ ტრიუდომ, რომლის პრემიერ-მინისტრის პოსტს მესამე ვადით დაიკავებს.

ლიბერალური პარტია 156 საარჩევნო ოლქში ლიდერობს, კონსერვატორები კი 122 ოლქში. უმრავლესობის მოსაპოვებლად კანადის პარლამენტის ქვედა პალატის 338 ადგილიდან 170-ის მიღებაა საჭირო. ჯასტინ ტრიუდომ, რომელიც 2019 წლის არჩევნების შემდგომ უმცირესობის მთავრობას ხელმძღვანელობს, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ აგვისტოში გამოაცხადა იმ იმედით, რომ მისი პარტია საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებდა.