ჯასტინ ტრიუდო - რუსეთში შეწყვეტილი ამბოხი შიდა საკითხია და ამ თემაზე ზედმეტი სპეკულაცია კონტრპროდუქტიული იქნება
რუსეთში შეწყვეტილი ამბოხი შიდა საკითხია და ამ თემაზე ზედმეტი სპეკულაცია კონტრპროდუქტიული იქნება, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.
„ყველას ძალიან ბევრი კითხვა აქვს, თუ რას ნიშნავს რეალურად ეს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ბევრი პასუხი ამ საკითხზე და, ჩემი აზრით, ამწუთას ზედმეტი სპეკულაცია უკიდურესად კონტრპროდუქტიული იქნება“, – განაცხადა ტრიუდომ.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კანადისა და მისი მოკავშირეებისთვის მნიშვნელოვანია სიტუაციაზე დაკვირვება.
„აკვირდებოდე, მაგრამ არ ჩაერთო, ვფიქრობ, ეს არის საპასუხისმგებლო და უსაფრთხო საქმე“, – თქვა ტრიუდომ.