ჯასტინ ტრუდო - ავიაკატასტროფის გამოძიების საკითხში კანადა ირანის ხელისუფლების მხრიდან სრულმასშტაბიან თანამშრომლობას ელოდება
ჯასტინ ტრუდო - ავიაკატასტროფის გამოძიების საკითხში კანადა ირანის ხელისუფლების მხრიდან სრულმასშტაბიან თანამშრომლობას ელოდება

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის სამართლიანი და გამჭვირვალე გამოძების წარმოება კანადისთვის პრიორიტეტია.

ირანის განცხადების შემდეგ, კანადის პრემიერ-მინისტრმა, მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კანადა პარტნიორებთან მუშაობას განაგრძობს.

„სამართლიანი და გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველყოფისთვის ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას განვაგრძობთ. კანადის ხელისუფლება ირანის ხელისუფლების მხრიდან სრულმასშტაბიან თანამშრომლობას ელოდება“, – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

11 იანვარს ირანმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს.

„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა, მათ შორის 70-ზე მეტი კანადის მოქალაქე იყო. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.