ჯასტინ მაკკენზი სმიტი - რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მხრიდან საქართველოში „საზღვრების” აღმართვა დესტაბილიზაციასა და ვითარების გართულებას უწყობს ხელს
ჯასტინ მაკკენზი სმიტი - რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მხრიდან საქართველოში „საზღვრების” აღმართვა დესტაბილიზაციასა და ვითარების გართულებას უწყობს ხელს

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმიანება.

როგორც ელჩი წერს, მსგავსი ქმედებები დესტაბილიზაციასა და ვითარების გართულებას უწყობს ხელს.

„რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოში „საზღვრების” აღმართვა მხოლოდ დესტაბილიზაციასა და ვითარების გართულებას უწყობს ხელს. წარმოუდგენელია, რომ პანდემიის დროს მათი მიზანი არა თანაგრძნობა და შერიგებაა, არამედ განსაცდელის მოტანა და დაყოფაა“, – წერს ელჩი „ტვიტერის“ მიკრობლობში.